თავისუფლება VS თავისუფლება

დაკითხვის“ სუბიექტი(საკუთარი ინიციატივით) 20 წლის ნიკა ბერიძე სტუდენტი, ჰობი: ფილმების ყურება.

-შენი აზრით რა არის თავისუფლება?
-თავისუფლება?!…
-ხო, ხო თავისუფლება…
-თავისუფლება არიის… არ ჯობია ცოტა მარტივი კითხვებით დაგვეწყო.
-მაინც?
– აი მაგალითად როგორიც არის სახელი, გვარი, ჰობი და ასე შემდეგ.
-ეგ ხომ ისეც ვიცი, ამ დიალოგის ზემოთ წერია.
– მერე რაა, ცოტა გახურებისთვის… არაა?
-არა, არა ჯობია პირველ კითხვას დავუბრუნდეთ, მაინც რა არის თავისუფლება?
-რავიცი თავისუფლება ბევრნაირია, ძირითადად აქტუალური თემებია პიროვნული, პოიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება, შენ რომელი გაინტერესებს?
-მე უფრო პიროვნული თავისუფლება მაინტერესებს, კარგი იქნება თუ დანარჩენებზეც ვილაპარაკებთ.
-კი მაგრამ ხომ ყველა ერთმანეთისაგან გამომდინარეობს და რომელით დავიწყო?
– დაიწყე რა თუ იწყებ, ბოლოს და ბოლოს.
-კაი, კაი დავიწყოთ. ჩემი აზრითაც ყველაფერი პიროვნული თავისუფლებიდან გამომდინარეობს, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს საწყის თავისუფლება, ანუ ყველაში ცხოვრობს პატარა „იგი“,თუ ამ საწყისს პიროვნული თავისუფლება ქვია და საერთოდ საწყისი რა არის ისიც გასარკვევია.პირველ რიგში თავისუფლების გამოხატულებად მიმაჩნია, ადამიანის მხრიდან კითხვის გაჩენა, კონკრეტული აკრძალვის მიმართ, რომელიც ცოტა არ იყოს ნებისმიერი რელიგიის დამაბრკოლებელი ფაქტორია. მე იმას არ ვამბობ, რომ რელიგიას არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, ან მე არ მესმის სწორად ან სწორად ვერ მიხსნიან. „ უბრალოდ არ შეიძლება და მორჩა“ ეს პასუხი კი კითხვისგან თავის არიდების უნიჭო მცდელობაა.ათეიზმს რაც შეეხება უბრალო გოიმობაა და მეტი არაფერი,ეს არის რწმენა არაფრის მიმართ,ათეისტებს არაფრის სწამთ, ანუ რეალურად რაღაცის მაინც სწამთ. მთელი უბედურება იმაშია , რომ ათეიზმიც და რელიგიურობაც მოდაშია, როგორც ვიცით მოდას აყოლა ქართველების სენია. ქართველების კიდევ ერთი უცნაურობაა, რომ რაც ევროპელებს ცუდი აქვთ სწორედ იმაში
ვბაძავთ. ხოლო რაც შეეხება შეძენილ თავისუფლებას (არსებობს მსგავსიც, მაგალითად როგორიცა ე.წ. „ თავისუფალი პოზები“ ჯდომისას ან კიდევ უზრდელური გამოხტომები და ამ ყველაფრის პიროვნული თავისუფლებით შენიღბვა), “Men in Black” ის სიუჟეტს გავს, სადაც ფილმის გმირები აეროპორტში შემნახველ საკანში ცხოვრობენ და ფიქრობენ რომ მათ იქეთ სამყარო არ არსებობს და მათ მიაჩნიათ, რომ თვითონ არიან სამყაროს მბრძანებლები. მე ამით მინდოდა მეთქვა, რომ თავისუფლების შეგრძნება დინამიკურად განვითარებადი უნდა იყოს და არა “Discovery channel” ის მსგავისი, ახალი აღმოჩენების წყარო.
-პოლიტიკურზე და ეკონომიკურზე თავისუფლებაზე რას იტყვი?
-პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება, ეს უფრო ლოგიკის ამბავია. ლოგიკა ფაქტებიდან გამომდინარეობს, ფაქტები კი ორივეს უპირატესობას ამტკიცებს. ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების უპირატესობა, რომ არ დაინახო ან უბრალოდ ბრმა დემაგოგი უნდა იყო ან დიქტატორი ალდინი.ავიღოთ სინგაპური, ჰონ-კონგი და უკვე რუსეთიც (აშშ_ზე საუბარი შორს წაგვიყვანს) წინ მიიწევს თავისი სწრაფი განვითარებით(თუ კორუფციას და ავტორიტარიზმს არ ჩავთვლით), სადაც რეგულაციების და ნაკლები რაოდენობაა ევროპისაგან განსხვავებით, რომლებსაც ერთი დეპარდიე ვერ შეუნახავთ. მალე ალბათ ევროპაშიც გაისმის გალაკტიონის „დროშები ჩქარა“. პოლიტიკურს რაც შეეხება, ჩრდილოეთ კორეა ორვეს დათრგუნვის კარგი მიქსია, მაგრამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ „ნაკლებ თავისუფლებას“ უშუალოდ პირდაპირ ეთერში გადმოგვცემენ. ვიდეო მასალა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იპარავდნენ თევზის კონსერვებს რუსეთში კიმ ჩონგ-ილის დელეგაცია. ასევე ვინც კიმ ჩონგ-ილის დაკრძალვაზე არ გამოვიდა და „ცხარე ცრემლით“ არ იტირა ბელადი რვა თვიანი უფასო შრომა დაეკისრა. ამასაც მე ხომ არ ვიგონებ(ეს პროვოკატორებისთვის) ფაქტია, ფაქტი ლოგიკაა, ლოგიკა…
-ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სათაურს რას უშვები ზემოთ რომ მიმაწერინე „თავისუფლება VS თავისუფლება”?
-ოოოო… თავისუფლება თავისუფლების წინააღმდეგ… ეს უფრო ჩემეული ხედვაა. როგორც ვიცით ყველა ადამიანს გააჩნია, თავისუფლების განსხვავებული, თავისებური აღქმა. ასევე თავისუფლების შეგრძნებას გააჩნია გამოხატვის ფორმები (ვისთვის როგორ), როგრიცაა პირდაპირ ეთერში შეურაცყოფის მიყენება ნებისმიერი პირისთვის(ეს „დემოკრატიულ ქვეყანაში“ ცხოვრებით იხსნება), ამორალური საქციელის ჩადენა, . ასევე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ თავისუფლების თითოეული აღქმა ერთმანეთთან კონფლიკტშია. სრულიად შესაძლებელია რომ პიროვნული თავისუფლება კონფლიქტში მოვიდეს სექსუალურ თავისუფლებასთან, მაგ: რაც სექსუალური თვისუფლებისათვის მისაღებია შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს პიროვნულს, რომელიც მორალისა და ტრადიციების ჩარჩოებშია მოქცეული. ჩემი აზრით პირველ რიგში პიროვნული თავისუფლება უნდა გავაცნობიეროთ და ავიყვანოთ უმაღლეს რანგში, რადგან თვით „იგიც“ არ იყო ბოლომდე თავისუფალი, რომ ყოფილიყო არ დაემორჩილებოდა ტომს და არ გადეშვებოდა „დიდი დაძინების ქარაფზე“…
P.S
-ნიკა, ნიკააა…
-რაა?
-ბიჭო, მგონი ჩვენი კითხვა-პასუხი საერთოდ არ არის, ამ ესეს ფორმატის.
-დაიკიდე რა…

ავტორი: დავიდ ყვავილაშვილი https://www.facebook.com/davit.kvavilashvili.9 ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s