მესიად მოვლენილი ბელადი, ანუ როგორ შექმნა არქიფო სეთურმა საირმის ტყეში კოლონია

აუცილებლად განსახილი

ბურუსი - BURUSI

451px-bosch_bird-headed_monster

თეონა გამეზარდაშვილი

”- ვინც ღმერთს განუდგა, ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის, რისი აღსრულებაც ძალუძდა, ვინც ღვთის შვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა – იგი ლაჩარია, მან თავისი თავი მარტოობისათვის გასწირა, თუ შენ არ გინდა კაცი, არც კაცთა უნდიხარ შენ და და ხვედრი შენი – მომწყვდეული ნადირის ხვედრი არის” – ასე დაწყევლა დათა თუთაშხია აღელვებულმა იასე ბერმა.
დათა თუთაშხია… მაინც ვინ არის ის?! აბრაგი თუ რაინდი?! რატომაა, რომ ჩვენს დროში გვხიბლავს და გვატყვევებს მისი სიმართლე?! რატომ არის, რომ მართალ კაცს ბევრი ვერ უგებს. ყველაზე დიდი საუნჯე ხომ მოწყალებაა. მოწყალება, რომელსაც მთელი ცხოვრება გასცემდა დათა. გასცემდა და სამაგიეროს არ მოელოდა. არც ”დაფნის გვირგვინი” უნდოდა და არც ”სამეფო ტახტი”. მისი საქმენი მასზე მეტყველებდნენ. მისი ზნეობა მისი საშვი იყო. ”ტარიგი ღმრთისა” – ასე უწოდა მას კრიტიკოსმა აკაკი ბაქრაძემ. რევაზ თვარაძემ კი ”საღვთო რაინდად” მონათლა, მძიმეა ხვედრი კაცისა, რომელიც სიმართლისათვის იბრძვის.
”რაც გავაკეთე მე, თითქოს, ჩემთვის უცნობი ხალხის სიბრალულით გავაკეთე, რა გამოვიდა მერე აქედან? … ხალხს…

View original post 1,316 more words

ფართოდ დახუჭული თვალები ანუ მაგიური ეგოისტური წრე

etes

 

“ფართოდ დახუჭული თვალები” – განხილვა

 

 

 

„ფართოდ დახუჭული თვალები“  წარმოადგენს სტენლი კუბრიკის ხედვას, რომელიც გადმოცემულია სიმბოლოებში, დეტალების ხელოვნებასა და კარგად არანჟირებულ შნიცელის ნაწარმოებში.

 

ფილმი საკმაოდ ნელი მოძრაობებით უახლოვდება მთავარ სათქმელს და ცოდნა და მოთმინების უნარი აუცილებელია, რომ მთავარ კონცეფციას სწორად მიაგნო. ათწლეული დასჭირდა, რომ ეს ფილმი სწორად აღექვა საზოგადოებას.

„ფართოდ დახუჭული თვალები“ ასახავს არა მარტო ურთიერთობებს, არამედ ყველა გარე ძალასა თუ ქმედებას, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ურთიერთობაზე.  ფილმი ასახავს ქალსა და კაცს შორის ერთგვარ მარადიულ ჭიდილს, დამოკიდებულებას, რომელიც არეულია ყველა ეპოქაში და  რომელსაც ახსნას ვერ ვუძებნით. ასევე მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გვხვდება ფილმში საიდუმლო ელიტის სახლით-ჯგუფი, რომელიც მართავს, რომელიც დომინანტია. ამ საიდუმლო ელიტამ გზა გაუთავისუფლა მამაკაცური და ქალური პრინციპებისთვის ბრძოლას განსაკუთრებული და ეზოტერული გზით.

ფილმი არაფერს განმარტავს, არც მინიშნებებია აშკარა, ისევე, როგორც ყველა დიდი ხელოვნების შედევრი გვაცნობებს მთავარს დახვეწილი  სიმბოლოებითა და იდუმალი გამოცანებით. იმის გათვალისწინებით ,რომ „ფართოდ დახუჭული თვალები“ ოკულტური საიდუმლო საზოგადოების შესახებაა, რომელიც თავიდან იშორებს, ვინც კი გზას გადაუღობავს, ბევრი კითხვა გაჩნდა რეჟისორის სიკვდილთან დაკავშირებით. კუბრიკი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ბოლო ქმნილების დასრულების შემდეგ.

წყვილის ურთიერთობა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თანამედროვე და მაღალზნეობრივი ურთიერთობის მიღმა პრიმიტიული საწყისები იჩენს თავს, ისეთი, უფრო რომ ამტკიცებს ცხოველურ ინსტინქტებს. აქ ორი ფენაა დომინანტი, ერთი მხივ, მამაკაცები, მდიდრები და ძლევამოსილები, რომლებიც მდედრების მისაზიდად ფარშევანგივით შლიან კუდებს და, მეორე მხრივ, ქალბატონები, თავიანთი მშვენიერებით რომ იწონებენ თავს. ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის წყვილი თითქოს ზედმიწევნით მიყვება ამ ინსტინქტურ სცენარს.

ტომ კრუზის პერსონაჟი ბილი ტიპური წარმომადგენელია მაღალი საზოგადოებრივი ფენისა და ხან ფულს იყენებს და ხან ექიმის წოდებას, რომ მიიღოს ის, რასაც ისურვებს. ფული მისთვის მაკავშირებელი რგოლია დაბალ სოციალურ ფენასთან. მისი დევიზია: „ყველაფერს აქვს ფასი“.

ალისა, კიდმანის პერსონაჟი, უმუშევარი ხელოვანია და მოგვაგონებს „ალისას საოცრებათა ქვეყანაში“-ზღაპარს გოგონაზე, რომელსაც პრივილეგირებული ცხოვრება მობეზრდა და „სამოგზაუროდ“ მიდის. მართალია ჩვენი ალისა ფიქრებში მოგზაურობს და ეს მოგზაურობანი საკმაოდ ცუდადაც მოქმედებს მის ფსიქიკაზე, მაგრამ მოტივი დაახლოებით იგივეა- ახალი, გამოუცდელი გრძნობები.

ალისა მშვენიერებაა, რომელსაც თაყვანისმცემელიც ყავს და მიმდევარიც, პატარა ქალიშვილი დედის ნაკვალევს გაჰყვება ჩნას. ისიც გამოიყენებს მშვენიერებას იარაღად. ალბათ ყველას დაამახსოვრდებოდა ალისას და ბილის კოცნის სცენა, სადაც სარკეში ეძებს ალტერნატიულ რეალობას ქალი, რომლისთვისაც ტრადიციად გამხდარი სიყვარული უფრო პატივისცემაა, ვიდრე ემოციური დისბალანსით გამოწვეული აღტაცება. ასეთსავე  სხვაობას ვხედავთ რეალურ დამოკიდებულებასა  და ზრდილობიან  ფრომას შორის, რომელიც ტალახის ნიღაბივით უნდა აიკრას ცოლ-ქმარმა სახეზე. ეს ფასადური, იონიზირებული ფონი აშკარა დისონანსს ქმნის რეალობასთან მიმართებით.

ელიტარული წვეულება, რომელიც მაღალი კულტურული თვისებების მატარებელი ხალხის თავშეყრაა, ალაგ-ალაგ ამჟღავნებს იმ ამაზრზენ ბნელ მხარეს, რომელსაც ასე გაურბიან  ბარხატის ფარდებს მიღმა. აქვე ვხვდებით პატარა დეტალებს, რომელიც ერთგვარი მაკავშირებელია წვეულებისა შემდგომ გამართულ მასკარადთან. წვულებას რაც გამოარჩევს, ეს ერთი შეხედვით უბრალო საახალწლო ვარსკვლავია, რომელიც იშტარის ვარსკვლავის ანალოგიურია.  ბაბილონელი ღმერთის, სიყვარულის, სექსუალური ცხოვრების, ნაყოფიერების სიმბოლოსი.

“Babylonians gave Ishtar offerings of food and drink on Saturday. They then joined in ritual acts of lovemaking, which in turn invoked Ishtar’s favor on the region and its people to promote continued health and fruitfulness.”[1]

ამ განმარტების შინაარსს სრულად ასახავს კარნავალი. ინსტინქტების ზეიმი. ირონია, როგორც სამყაროს ბინძური აზროვნების კომიკურობის ხაზგასმა. თუმცა ამაზე მოგვიანებით…

სიმბოლოები რომ უამრავია, ამას ნებისმიერ ეპიზოდში დავინახავთ. გაცვლილი პარტნიორები. გაცვლილი ჭიქები, წიგნი, რომელიც ტყუილის ტექნიკაა და ელიტის საყვარელი საკითხავია. გაცვლილი ემოციები. ღმერთი, რომელიც ყოველგვარ სულიერს თრგუნავს. გამოთვლილი ფრაზები და მომწამლავი ღიმილი ერთგვარი ფერუმარილია გმირებისთვის.

ცისარტყელა საკმაოდ ხშირად გვხვდება ფილმში. „იქ სადაც ცისარტყელა მთავრდება“, კოსტუმების გასაქირავებელი „ცისარტყელა“, „ცისარტყელის ქვეშ“. აშკარაა, რომ რაღაცას უნდა აღნიშნავდეს ეს სიმბოლო რეჟისორისთვის. მისი ფერადოვნება ყველგან გვხვდება, ნაძვისხეები, მორთული ოთახები და ეპიზოდები, სადაც ფოკუსირება სწორედ ფერებზე კეთდება. თითქოს ეს ფერები იმას უსვამს ხაზრს, რომ მოქმედებანი ერთსა და იმავე მოცემულობაში, ერთნაირ რეალობაში ხდება. გამონაკლისი სარიტუალო სასახლეა. სასახლე, სადაც ყველაფერი კონტრასტულია გარესამყაროსგან,  სინათლეებით გამოხატული და არა მარტო. თითქოს ადგილი, სადაც „ცისარტყელა მთავრდება“ სწორედ ეს ელიტარული შეკრების ადგილია.  ორი სამყაროს განსხვავებულობის შეგრძნება ბადებს ბილში იმ გამოუცნობ გრძნობას, ფერებად დაშლილს რომ მიყვება ქუჩებში. ისიც ცხადია, რომ ამ ორი სამყაროს გაერთიანება შეუძლებელია. ხიდჩატეხილობის პრობლემა კიარა, აქ რაღაც უფრო მძლავრია,  პატივმოყვარეობა, თუ რაღაც მსგავსი. თვითონ ცისარტყელას თემა რომ უფრო აშკარა გახდეს, გავიხსენოთ  ცისარტყელაზე გადავლის მნიშვნელობა, სიმბოლო, რომელიც რეალობის დაძლევას და სხვა პრესონაში გარდასახვას ნიშნავს.

პირველი ბნელი მხარე მეგობრის სააბაზანოში ღაფავს სულს. ეს ელიტური წყობა თითქოს გვაგონებს პატრიციებსა და პლებეებს, პატრონებსა და მონებს. შეიძლება ეს „მთვარის ბნელი მხარე“ იმ აზრის გამომსახველადაც მივიჩნიოთ, რომ მაღალი შემოსავალი მაღალ მორალს არ ნიშნავს.

ცოლის წარმოდგენებით დაეჭვებული ბილი საბოლოოდ ერთ უცნაურ სახლში ხვდება, სადაც უამრავი შენიღბული ადამიანი ესწრება რიტუალს.  ბილისთვის ეს სამყარო უცხოა, მისი თვალები მიუჩვეველია ფერადი ოთახების ნაცვლად ყრუ ნიღბების ყურებას. ამ მდიდრულ სასახლემდე მისაღწევი პაროლი არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ. Fieldo, რომელიც ერთგულებას ნიშნავს და თითქოს საზღვრავს კიდეც ფილმის თემატიკას. ზოგმა Fieldo შეიძლება ბეთჰოვენის ოპერასაც დაუკავშიროს, ცოლის შესახებ. ფაქტია, რომ პაროლი გარკვეულ ნიადაგს გვიმზადებს შემდეგი ქმედებისთვის.

ფილმში ნაჩვენები სასახლე სინამდვილეში მეცხრამეტე საუკუნეში ნაგები მენტმორის სასახლეა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ და დომინანტურ ელიტარულ ოჯახს ეკუთვნოდა,  როტშილდების გვარს.

საინტერესო ისაა, რომ დოკუმენტური წყაროები არსებობს, სადაც დადასტურებულია როტშილდების მიერ გამართული მსგავსი რიტუალები. ფილმშიც დაახლოებით მსგავსი რიტუალია ასახული. აქ ადამიანებს უკეთიათ ვენეციური ნიღბები , რომელებიც რენესანსის დროს იყო გავრცელებული ვენაში და ძლევამოსილი ელიტის ატრიბუტიკაში შედიოდა. ჟოფრეი სტენტონი ნიღბებზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, გვეუბნება რა, რომ ნიღბის მკეთებლები პრივილეგირებულნი აღმოჩნდნენ , რადგან მათმა ქმნილებებმა აღიარება მოიპოვეს როგორც ვენაში, ასევე ევროპაში, კარნავალური ღონისძიებები კი ქაოტურობისა და ამოუცნობი სურვილების გამო თუ მიუხედავად,  წლობით სარგებლობდნენ პრივილეგიებით.

ამის შემდეგ ვენეციური ნიღბები ელიტარულ წრეებში გამოიყენებოდა, როგორც ნივთი, რომელიც სიმბოლოა ბნელი დაფარული ფილოსოფიისა. ბრიტანული სამეფო ოჯახიც კი აქტიურად იყენებს ნიღბებს დღესასწაულებსა თუ საღამოებზე.

თუმცა მთავარი მაინც სხვაა. ბილი დარბაზში შესვლისთანავე ხედავს სხვაობას სამყაროებს შორის, რომელიც ჯერ მისთვის მხოლოდ ფერებითაა გამოხატული და შემდეგ ამოუცნობი ქმედებებით. მუსიკალური ფონიც არანაკლებ საინტერესოა, რამდენადაც აქ გვხვდება „backwards priest” რომელიც რომაული მართლმადიდებლური ლიტურგიისას სრულდება ხოლმე. მისი ნირშეცვლილი ვერსია კი ბნელ ძალებსა და სატანურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ამ  მონაკვეთით თითქოს გვეუნება რეჟისორი, რომ ელიტა არაფერია, თუ არა ეშმაკისეული, სატანური მისწრაფებების დომინანტური ხაზი საზოგადოებისა.

რიტუალს რაც შეეხება, მაგიური ცენტრის ფორმა აქვს და მონურ პრინციპებს ემყარება თთქოს. შენიღბული, განზოგადებული ადამიანები სხვა ციკლს ქმნიან, რომელსაც არღვევს უნიღბო ბილი.  ტახტრევანზე მჯდომი წითელმოსასხამიანი კი მოგვაგონებს განსახიერებას  ორთავიანი  არწივისას, რიმელიც უძველესი სიმბოლოა მასონებისა.

ფილმში ქვხვდება ამანდა, მომხიბვლელი ამოძალი, რომელიც თავის თავზე იღებს ბილის დანაშაულს და თავისუფლებას უბოძებს. ამანდას მორგში ნახულობს მეორე დღეს ბილი. ზიგლერის მიერ ნახსენები არგუმენტი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაინც ამოუცნობი ტყუილის ტყუილი უფროა ბილისთვის, ვიდრე დამამშვიდებელი სიმართლე.

ფილმის ბოლო თითქოს ფოკუსირებული საზოგადოებაზე, რომელსაც არ აქვს სახელი, არ აქვს სახე. ნიღაბი ნიშანია იმისა, რომ მის მიღმა იმალება ნებისმიერი, არ არის კონკრეტული მოცემულობა. სიმბოლოები უხვადაა ფილმში როგორც სიუჟეტში, ასევე მუსიკასა და სულ მცირე დეტალებშიც კი, თუნდაც ისეთში, როგორიცაა სათამაშოების მაღაზიაში წოგნები მაგიური წრის შესახებ. ყველა სიმბოლოს თავისი სათქმელი აქვს.  აშავებს ელიტა და მონები, დამორჩილებული დაბალი ფენა ცდილობს ზემოთ მდგომი ხალხის დანაშაული წარეცხოს, არა თუ შეეწინააღმდეგოს, გამოიძიოს. მსგავსი რიტუალები, მსგავსი დაჯგუფებანი დღესაც გვხვდება და ამ „ჯადოსნურ“ წრეებს ვერ ვაღწევთ თავს.  მთელი ფილმი კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი მაგიური მოგზაურობა სამყაროებს შორის, ბნელსა და ნათელს შორის ან პირიქით. აქ არაფერი ხდება გაუაზრებლად, განათლება და აზროვნების განვითარების დონე აქ პრივილეგიაა და ეს მომენტი სხვა საგულისხმო დეტალებთან ერთად ქმნის ეზოთერიკული მნიშნვნელობის გზას, რომელიც თითქოს ყველა ქალიდან გამოდის და რამდენიმესახიან არსებად გვევლინება.

ისევე, როგორც კუბრიკის სხვა ნამუშევრებში, აქაც არაა მკაცრად დასაზღვრული სიყვარულისა და ურთერთბების თემა. სიმბოლიზმი და წამოსახვა მთლიანად ავსებს მწირ რეალობას. ადამიანი, როგორც ეპოქაზე ამაღლებული არსება, ხშირადაა მიზანი, ან იდეალი, რომელიც ბინძური გზებით მიიღწევა ან ვერა. ბილი ეძებს განუსაზღვრელს, თუ აღმოჩნდება , რომ საკმარისი ყველაფერი აქვს, მაინც იპოვის რაღაცას, რისთვისაც უნდაიბრძოლოს, უნდა მოიპოვოს. ფუნდამენტური რამ, რაც სიტყვებით არ გადმოიცემა, არის ერთობა ქალური და მამაკაცური საწყისებისა, რომელიც სათავეა სრულყოფილებისკენ მიმავალი გზისა, თუკი ასეთი რამ საერთოდაც არსებობს.  მთელ სამყაროს თვალები ფართოდ აქვს დახუჭული და ეს ეგოცენტრული ადამიანების ყრილობა ემსგავსება ირონიზირებულ სანახაობას, მასკარადს, სატანურ ყრილობას.

„მე ვარ ერთადერთი“-ბილი

 

 

 

 

 

 

 

 

[1] Goddess Ishtar, Anita Revel

კივი-ლი

ამაზრზენია შენი დუმილი მომკივანო,
სახეს იხოკავს დაფარული მოჰიკანი,
“ვაჰ, შარო, საიდან მოდიხარო”,
სათავე ხომ უკვე მოგიკალი…

ღამე გათენდება “საზიზღარი”
ღიმილს ააყოლებ ფარდის ხაზებს,
გული, ჩუმი ზათქით და ზრიალით
ბოლო სიგარის ღერს ანაფაზებს.

..hh

დაცული: ✡

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

აკადემი-ურა!! (სატირა-ლი საქმე)

შემომათენდა ლამის
ფანქარს მოუტყდა წვერი.
ტატიშასაგან მეილს
სულმოუთქმელად ველი.

აკადემიურ წერას
ვეღარ მოვაბი თავი,
საგანი თუ ჩამრჩება,
ამეკიდება ვალი.

ჩემი დარდები სახლში
გამათბობელთან იწვის
fail-ი, გულსაკლავად
სემესტრის ბოლოს მიცდის

კვოტატიოა ჩემი
ამირანი და ჯაჭვი,
ბიჭი მეარ ვარ, ჩაჭრილს
არ იმიღებენ ჯარში.

გაუფასურდა დედის
დაბანდებული ფული
უდიპლომობა დედი,
არ არის უხერხული.

რაღას ვეტყვიო მერე
ღობის დაქალებს დედი,
ასე ჩიოდნენ გულში
ჩემი დედა და ბედი.

მე კი კონსპექტით ხელში
ვარკვევდი კვოტირებას,
4 წლის შემდეგ დედი
დიპლომი მეჭირება

“მინი-ექსპერიმენტი”- რას დაარქმევდი სურათს

dasd

ამ სურათის ჩვენებისას, ვკითხე , თუ რა ასოციაციები გმაოიწვია მათში, რას დაარქმევდნენ. ჩემი მინი-ექსპერიმნეტის შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა:

  1. გოგა. “ონავარი დედამიწა”
  2. დავიდი. “ჩმორი ანარქისტი”
  3. ნინი “ბანალური იდეა”
  4. არჩილი: “ლილიპუტის ოცნება”
  5. ლევანი “დაუმთავრებელი ნოტი”
  6. ნინო “სივრცე სიცარიელეში”
  7. სალი “не отпускай”
  8. ზვიო “We are here”
  9. ელენე “სამყარო თითებს შორის”
  10. მეგი “მთელი სამყარო შეუძლია დაიტიოს ადამიანმა”
  11. ერეკლე “ყვეაფერი შენს ხელშია”
  12. გიო “ალბათ ადამიანი თავისი ფანტაზიით ნებისმიერ რამეს სურვილისამებრ აღიქვამს, ჩვეულებრივი თვითმფრინავია, მაგრამზოგი ჯვრად აღიქვამს, ზოგი ზეციურ ნიშნად ან უბრალოდ კაიფად”
  13. გიო “ამ ცხოვრების დედაც”
  14. იზზი “დაიჭირე წამი”
  15.  ანი “nothing is impossibrru”
  16. ილო “ღამენათევი ფანტაზია”
  17. მირანდა “სიმღერა ცისა”
  18. ნინი “დედამიწაზე დარჩენის შიში”
  19. მაო “სიკვდილნაჭამი”
  20. გელა “სივრ-ცა”

    არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ კიდევ ერთი მოტივატორი აღმოვაჩინე, რომელიც უფრო დამაინტერესებს და შემაყვარებს ჩემს მომავალ პროფესიას-ფსიქოლოგიას. გადავხედავ ამ პოსტს თუ მანამდე არ წამაშლევინეს ავმა ფიქრებმა და დავინახავ თითოეულ ადამიანში იმას, რასაც თვითონ არ უმხელენ სხვას. იქნებ ჯობდეს, რომ არც დავინახო. კარგს ხომ არავინ მალავს… ადამიანი, აი ის, რადაც არ უნდა გავჩენილიყავი, ან უნდა გავჩენილიყავი, რომ სხვა არსებები დამეფასებინა.
    როგორ მაინტერესებს ამ მოკლე სიაში რამდენ ადამიანს უოცნებია ფრთებზე, და რამდენს თვითმფრინავზე, მათი რეალიზმის საზღვარი, მათი წარმოსახვის ხაზი მაინტერესებს… მე-ფსიქოლოგი.
    მე-მკურნალი
    მე-თვითონფსიქიატრსაჭირო
    მე-მკვლევარი
    მე-ადამიანების სულშიხელებმოფათურე
    მე-მრჩეველი
    მე-შემჩვეველი
    მე-გადამრჩენელი
    მე-საჩივარმომსმენი
    მე-მსმელი
    მე-სმენადაუღალავი
    მე-ფსიქოლოგი…

    saxl.jpg

საშიში საშიშო უშიშოსათვის

საწოლქვეშ ნუ ეძებ,

იქ არაფერია,

მონსტრები გონებას

მრავლად მოსდებია.

გაშინებს წარსული,

გულქვა და ბოროტი,

გაშინებს წასული,

მონსტრებით მოღორდი.

ცხოვრება ცუდია,

შავ-ბნელი გვირაბი,

ალაგ კი ნახვრეტში

მზე, როგორც მაშუქი.

რას ელი, რა გინდა

რომ გამოიძიო,

დაფიქრდი ამგვარით

მომავალს ვის უქმნი.

ანდა ვის უფუჭებ

ჯერ კიდევ ოცნებად

დარჩენილ არსებას,

უშობელ სიცოცხლეს,

იქნება მას არ სურს

ცხოვრების შესახებ

ამდენი იფიქროს,

ამდენი იცოდეს.

ნუ დაუმახინჯებ

მომავალს მომავალს,

ნუ შექმნი უაზროდ 

მოარულ აჩრდილებს,

ცხვორება გიჩვენებს

თუ ანგელოზი ხარ,

ან კი აგისრულებს

რაც მართლა გაშინებს.

საწოლქვეშ ნუ ეძებ

იქ არაფერია,

მონსტრები გონებას 

მრავლად მოსდებია.

მზის სხვი შემოაქვს

მოარულ მბჟუტავ ბრებს,

მას დაველოდები,

მონსტრებმაც უარმყვეს…